6 აპრილს საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (GAACC) ორგანიზებით, ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, ჩატარდება მორიგი უფასო ვებინარი ქართული ბიზნესებისა და მეწარმეებისათვის
თემა: „ბლოკჩეინი მარტივი ენით ბიზნესისთვის“
სარეგისტრაციო ფორმა - https://bit.ly/2QKflZwშეხვედრაზე განვიხილავთ:
- ბლოკჩეინ ტექნოლოგია მარტივი ენით ბიზნესებისთვის
- კრიპტო ვალუტის მნიშნვნელობა
- ბლოკჩეინ ტექნოლოგიის პრაქტიკული გამოყენების ქეისები
- ინდუსტრიის პროგნოზი
- სხვა დაკავშირებული თემები
შეხვედრას წარუძღვება ლაშა ანთაძე - ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპის Shelf Network-ის დამფუძნებელი. Shelf Network წარმოადგენს პირველ დეცენტრალიზებულ აუქციონების ტექნოლოგიას, რომელიც საშუალებას იძლევა გასაყიდი ნივთი ერთდროულად განთავსდეს ონლაინ მარკეტფლეისებზე მსოფლიოს ნებისიერ წერტილში და ჩატარდეს სინქრონული აუქციონი.
დარეგისტრირებული მონაწილეები ელ-ფოსტაზე მიიღებენ შეხვედრის ბმულს