4 მარტს საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა (GAACC) და იქომერს ასოციაცია საქართველოს (ECAG) ეგიდით ჩატარდა უფასო ვებინარი ქართული კომპანიებისა და მეწარმეებისთვის
თემა: „ელექტრონული კომერციის საწყისების მიმოხილვა ქართული კომპანიებისთვის“
შეხვედრაზე განვიხილეთ:
- ელ-კომერციის ბიზნეს მოდელები
- ციფრული მარკეტინგის საფუძვლები
- პროდუქტის განვითარება
- ლოჯისტიკა ელ-კომერციისთვის
- ბაზრის განვითარების ტრენდები
- სხვა დაკავშირებული თემები
შეხვედრას წარუძღვა იქომერს ასოციაცია საქართველოს დამფუძნებელი ამირან შეროზია, რომელმაც ისაუბრა ქართული ელექტრონილი კომერციის განვითარების ტრენდებსა და ელექტრონული ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, რისი გათვალისწინებაც საჭიროა ქართული კომპანიებისთვის.