საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა

GAACC-ის შესახებ

GAACC-ის შესახებ

საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა (GAACC) დაფუძნებულია საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის მიერ 2017 წელს იმ მიზნით, რომ სრული მხარდაჭერა გაუწიოს საქართველოსა და აზია-აფრიკის ქვეყნების ბიზნესორგანიზაციებს. GAACC მათ აძლევს ახალ შესაძლებლობებს, კავშირებსა და ინსტრუმენტებს ბიზნესის განვითარებისათვის სამივე კონტინენტზე.

ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს წარმატებული ბიზნესორგანიზაციებისა და მეწარმეების დაკავშირებაზე და ყოველდღიურად ავითარებს ფასეული კავშირების ქსელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი ხედვა ეფუძნება მისიას, განავითაროს და ხელი შეუწყოს ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ ურთიერთობებს საქართველოსა და აზია-აფრიკის ქვეყნებს შორის.

ჩვენ ვმოღვაწეობთ საერთაშორისო მასშტაბით, თუმცა საქართველო, როგორც საუკეთესო ადგილი ინვესტიციებისთვის, ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენს გუნდთან ერთად ვცდილობთ, მაქსიმალურად ეფექტიანი იყოს ყველა ინვესტიცია როგორც ბიზნეს ოპერატორებისთვის, ასევე საქართველოს ინტერესებისათვის.

GAACC მთავარ ღირებულებებთან ერთად აგებულია მართვის საუკეთესო პრაქტიკებზე და ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ კორპორაციული კულტურის ამაღლებაზე. ჩვენი ორგანიზაცია მრავალპროფილური და მოქნილია, რათა ვუპასუხოთ ბიზნესის ყველა მოთხოვნას.

ჩამოტვირთეთ პრეზენტაცია

შეიტყვეთ მეტი ინფორმაცია, გთხოვთ ჩამოტვირთოთ პრეზენტაცია, სადაც ვრცლად გაეცნობით ჩვენი პალატის შესაძლებლობებს, როგორც ბიზნესის, ისე ინდივიდუალური წევრობისთვის.

GAACC წევრები

ჩვენი წევრები და პარტნიორები

- ვაკავშირებთ ბიზნესებს გეოლოკაციის შეზღუდვების მიღმა! -