ყველა სერვისი ერთად!
აიყვანეთ თქვენი ბიზნესი სრულიად ახალ საფეხურზე და ენდეთ პროფესიონალების გუნდს, რომლებიც მხარს გიჭერენ!
GAACC სერვისები
- აიყვანეთ თქვენი ბიზნესი სრულიად ახალ საფეხურზე და ენდეთ პროფესიონალების გუნდს, რომლებიც მხარს გიჭერენ! -
საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პლატფორმაზე ჩვენ გვაქვს ფართო პროფილი ბიზნეს სერვისებისათვის, თქვენი ორგანიზაციის ინტერესების მიხედვით და მის გაფართოებაში დასახმარებლად. ჩვენი ექსპერტები შეისწავლიან თქვენს ბიზნეს საჭიროებებს და დაწყებული საინვესტიციო მხარდაჭერით, დასრულებული სრული მენეჯმენტით გაგიწევთ პროფესიონალურ მომსახურებას.
თქვენი ორგანიზაციის მასშტაბის მიუხედავად, ასევე კომერციულია იგი თუ არასამეწარმეო, ან სულაც ინდივიდუალური მეწარმეებისთვის ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტები და სერვისები თქვენი საქმიანობის სხვადასხვა კონტინენტზე წარმოსაჩენად.
როდესაც მუშაობთ GAACC-სთან, თქვენ იღებთ მხოლოდ საუკეთესოს ყველა კონტინენტიდან: პროფესიონალური გამოცდილება, ახალი ხედვები და ახალი პერსპექტივები თქვენი ბიზნესისათვის.
კომპანიებს და ინდივიდებს შეუძლიათ ისარგებლონ ჩვენი ბიზნესსერვისებით წევრობის გარეშეც, თუმცა, როგორც ჩვენი სავაჭრო-სამრეწველო პალატის წევრი, თქვენ მიიღებთ მნიშვნელოვან ფასდაკლებებსა და განსაკუთრებულ პირობებს ყველა სერვისზე ტექნიკური მხარდაჭერის 24 საათიან გუნდთან ერთად.
კომპანიის რეგისტრაცია
სრული სერვისი კომპანიის, წარმომადგენლობებისა და ფილიალების რეგისტრაციაზე მსოფლიოს სამ კონტინენტზე.
ბიზნესის გაფართოება
წამყვანი პროფესიონალები მრავალწლიანი გამოცდილებით დაგეხმარებათ ბიზნესის გაფართოების ყველა ეტაპზე.
ფინანსური და ლეგალური კონსულტაცია
მრავალწლიანი გამოცდილებით გთავაზობთ სრულ ფინანსურ, საგადასახადო და იურიდიულ კონსალტინგს.
მოლაპარაკებები და მედიაცია
GAACC დაგაკავშირებთ შესაბამის პირებთან და მხარდაჭერას გაგიწევთ სხვადასხვა მოლაპარაკებებსა და ბაზრებზე შესვლაში.
საინვესტიციო მხარდაჭერა
ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ საქართველოსა და აზია-აფრიკის ქვეყნებში ინვესტირებაში და გაგიწევთ შემდგომ მხარდაჭერას.
მარკეტინგული მხარდაჭერა
ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ეფექტური მარკეტინგული არხები და შესაძლებლობა თქვენი ბიზნესის ცნობადობის გასაზრდელად სასურველ ბაზრებზე.
B2B შეხვედრები
GAACC აკავშირებს ბიზნესებს და გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს სხვადასხვა ფორმატში - კონფერენციები, B2B შეხვედრები და მედიაცია თქვენი ბიზნესისათვის.
უძრავი ქონების სერვისები
უძრავი ქონების შეძენის, არენდის ან და სხვა სერვისებისთვის მოგემსახურებიან გამოცდილი სპეციალისტები თქვენი საჭიროებების მიხედვით.
დაგვიკავშირდით მეტი ინფორმაციისთვის
მოგვწერეთ
შეავსეთ ფორმა და ჩვენ დაგიკავშირდებით.