საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, ქალბატონი ეკატერინე მაისურაძე ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ინდოეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ნიუ-დელიში, სადაც 14 აპრილს მიწვეული მომხსენებლის რანგში დაესწრო ყოველწლიურ „ქალთა ეკონომიკურ ფორუმს“.
ღონისძიების ფარგლებში ქალბატონმა ეკატერინემ ისაუბრა თემაზე: „თანამედროვე ქალის გამოწვევები 21-ე საუკუნეში“ და ხაზი გაუსვა ქალთა გაძლიერების, მორალური მხარდაჭერისა და წარმატების გაზიარების მნიშვნელობას.
ინდოეთის „ქალთა ეკონომიკური ფორუმის“ ორგანიზატორებმა ეკატერინე მაისურაძეს თავისი დამსახურებისა და მიღწევებისათვის გადასცეს „გამორჩეულად წარმატებულ ქალთა“ ჯილდო.
„ქალთა ეკონომიკური ფორუმი“ გახლავთ იდეალური პლატფორმა ნებისმიერ სფეროში მოღვაწე საქმიანი თუ მეწარმე ქალების გაძლიერებისა და ხელშეწყობისთვის.
GAACC-ის გუნდი ქალბატონ ეკატერინეს ულოცავს ამ დიდ წარმატებას და უსურვებს მომავალში კიდევ არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას!