2018 წლის ბოსფორის რიგით მე-9 სამიტი

გაზიარება

2018 წლის 26 ნოემბერს, საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე სიტყვით წარდგა თურქეთის დედაქალაქ სტამბოლში გამართულ „ბოსფორის სამიტზე“, სახელწოდებით „მშვიდობისა და განვითარების შენარჩუნება ყველასთვის“.

ქალბატონმა ეკატერინე მაისურაძემ ისაუბრა თემაზე: „ვაჭრობა ადგილობრივი ვალუტით – ბანკირებისა და ექსპორტიორების მოსაზრებები“, რომლის ფარგლებშიც უცხოელ დელეგატებს გააცნო საქართველო, როგორც უსაზღვრო შესაძლებლობებისა და დიდი საინვესტიციო პოტენციალის მქონე ქვეყანა; იმავდროულად მიმოიხილა GAACC-ის სამოქმედო კონცეფცია და სამომავლო მიზნები.

ფორუმის ფარგლებში GAACC-ის თავმჯდომარეს გადაეცა International Cooperation Platform-ის საპატიო ჯილდო.

„ბოსფორის სამიტი“ იმართება „საერთაშორისო თანამშრომლობის პლატფორმის“ ორგანიზებით, რომელიც დაარსდა თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის უშუალო მხარდაჭერით. ბოსფორის რიგით მე-9 სამიტზე თავი მოიყარეს სახელმწიფოს მეთაურებმა, როგორც სამთავრობო, ისე კერძო სექტორისა და ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელებმა და საერთაშორისო კომპანიებმა მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნიდან.