ეკატერინე მაისურაძე დუბაიში ეკონომიკურ ფორუმზე პანელისტად მიიწვიეს

ეკატერინე მაისურაძე დუბაიში ეკონომიკურ ფორუმზე პანელისტად მიიწვიეს
გაზიარება

ეკატერინე მაისურაძე მიწვეულია სპიკერად „ლიდერები საზღვრებს გარეშე - განვითარების ცენტრის“ (LWBDC) მიერ ორგანიზებულ მსოფლიო მასშტაბის ყოველწლიურ ბიზნეს სამიტზე დუბაიში. მას  სხვადასხვა ქვეყნის 20-მდე საერთაშორისო სპიკერს შორის პირველ სამეულში იხილავთ.

LWBDC არის გლობალური ინიციატივა, რომლის კოლაბორაციული პარტნიორი გახდა GAACC.ინიციატივა აერთიანებს:

  • 30-ზე მეტ ქვეყანას;
  • 50-ზე მეტ ინვესტორს;
  • 100-მდე სხვადასხვა საინვესტიციო პროექტს;
  • 200-ზე მეტ მონაწილეს;
  • 500-ზე მეტ საჯარო და კერძო კომპანიას;
  • 20-მდე საერთაშორისო სპიკერს/პანელისტს;

LWBDC-ის ორგანიზებით არაერთი მნიშვნელოვანი საინვესტიციო შეკრება შედგა აზიის, აფრიკის და ევროპის წამყვან ქალაქებში. ინიციატივა მხარს უჭერს მრავალ კომპანიას, როგორც პარტნიორობით, ასევე ინვესტიციების მოძიებით.

LWBDC თანამშრომლობს 60-ზე მეტ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელთა შორის GAACC-ს საპატიო ადგილს იკავებს.

ყოველწლიური ბიზნეს სამიტი გაიმართება დუბაიში 21-22 აპრილს, 2021.

გლობალური ბიზნეს სამიტის თემაა „ბიზნესი საზღვრებს გარეშე“.