GAACC შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაზე

გაზიარება

2018 წლის 29 მაისს კვლევებისა და ინოვაციების ჰაბის ორგანიზებით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩატარდა საინტერესო ღონისძიება: „ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები ახალგაზრდა პროფესიონალებისა და ინოვატორებისთვის“.

ნორჩი სტარტაპერების მიერ წარმოდგენილი პროექტებისა და ბიზნესიდეების შეფასებაში აქტიურად ჩაერთვნენ საქართველისა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლები.

ჩვენი პალატა დიდ მადლობას უხდის Research and Innovation Hub of IBSU-ს ასეთი ინოვაციური წამოწყებისა და დამწყებ ბიზნესმენთა ხელშეწყობისთვის, ხოლო გამარჯვებულებს ულოცავს მიღწეულ წარმატებას!

GAACC-ი მუდამ ეხმარება ახალგაზრდებს პირველი ბიზნესნაბიჯების გადადგმასა და საკუთარი იდეების განხორციელებაში!