GAACC-ის წარმომადგენლების ვიზიტი ლიბანში

GAACC-ის წარმომადგენლების ვიზიტი ლიბანში
გაზიარება

საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი, ბატონი ნიკა სირაძე საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ბეირუთსა და ტრიპოლიში.

ვიზიტის ფარგლებში შედგა რამდენიმე საინტერესო შეხვედრა ტრიპოლის მუნიციპალიტეტის მერთან, ტრიპოლის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან და დირექტორთან, ასევე თურქეთის ელჩთან ლიბანში. შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივები, აგრეთვე, დამყარდა ორმხრივად სასარგებლო კავშირები.

სავაჭრო პალატის წარმომადგენლები დაესწრნენ ლიბანში ორგანიზებულ საგანმანათლებლო გამოფენასაც.