საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (GAACC) პრეზიდენტი ეკატერინე მაისურაძე მიწვეული იყო განის რესპუბლიკაში Global Africa Advisory Chamber-ის (GATAC) გახსნაზე, სადაც ის საპატიო სტუმრის რანგში გამოვიდა სიტყვით და წარადგინა საქართველო, საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, პალატაში გაერთიანებული ქართული კომპანიები და მათი საქმიანობა.
განას რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ეკატერინე მაისურაძე შეხვდა განას რესპუბლიკის უფროს მინისტრს (Senior Minister) და პრეზიდენტის უფროს მრჩეველს Yaw Osafo-Maafo-ს, ასევე პარლამენტის მინისტრს და თავისუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელს. გააცნო მათ საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და მედია პრესკონფერენციების მეშვეობით არაერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს გარემოს.
განას უფროს მინისტრთან (Senior Minister) ოფიციალური შეხვედრისას ეკატერინემ განიხილა საქართველოსა და განას სახელმწიფოებს შორის ბიზნეს ურთიერთობების გაჩენინსა და განვითარების რეალური პოტენციალი. განას ვაჭრობის მინისტრთან და თავისუფალი ეკონომიკური ზონის ხელმძღვანელთან შეხვედრისას რეალური გეგმები დაისახა საქართველოსა და განას შორის ექსპორტ-იმპორტის განვითარების სტრატეგიის შესახებ.
საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო სამრეწველო პალატა მიზნად ისახავს მოიძიოს ინვესტიციები და ქართულ ნაწარმს გაუხსნას კარი აზია-აფრიკის ბაზარზე, ჩაუყაროს საფუძველი საექსპორტო მიმართულების განვითარებას.