HADARAT ჯგუფის ორგანიზებითა და საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (GAACC) თანაპარტნიორობით 12-13 მაისს დუბაიში HADARAT GLOBAL BUSINESS INNOVATION LEADERSHIP SUMMIT (HGBIL) ჩატარდა !
სამიტზე სამადლობელი სიტყვით გამოვიდა GAACC-ს პრეზიდენტი ეკატერინე მაისურაძე, რომელმაც საორგანიზაციო ჯგუფისგან Global Business Excellence 2022-ის ჯილდო მიიღო.
HADARAT GLOBAL BUSINESS INNOVATION LEADERSHIP SUMMIT (HGBIL) - შექმნილია ინოვაციური კომპანიებისა და სტარტაპების გასაერთიანებლად, ინვესტიციებისა თუ სავაჭრო პარტნიორების მოსაძიებლად, რომელიც ამავდროულად ნეთვორქულ გარემოში გამოცდილების მიღებასა და საინვესტიციო პირობების გაზრდის საშუალებას იძლევა.
ვიზიტის ფარგლებში არაერთი ნაყოფიერი შეხვედრა შედგა საინვესტიციო ჯგუფის, ადგილობრივი სამარკეტო ქსელებისა და იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებთან, ასევე ადგილობრივ მწარმოებლებთან. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ქართული პროდუქტის დივერსიფიცირებაზე აზია-აფრიკის ქვეყნების მიმართულებით !
შემოუერთდი GAACC-ს, გახდი მასშტაბური !