GAACC-ს უფროსი მრჩეველი ნუგზარ რუხაძე იქნება

GAACC-ს უფროსი მრჩეველი ნუგზარ რუხაძე იქნება
გაზიარება

საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა (GAACC) და IRC ჰოლდინგში შემავალი კომპანიების უფროსი მრჩეველი ბატონი ნუგზარ რუხაძე იქნება !

ბატონი ნუგზარის მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობა მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ტელეკომუნიკაციები, ეკონომიკა და საერთაშორისო ურთიერთობები, მარკეტინგი, ადმინისტრაციული საქმიანობა და საგანმანთლებლო მენეჯმენტი. მისი კარიერის ძირითადი ნაწილი ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავშირდება და აქვს 30 წელზე მეტ ხნიანი გამოცდილება დიპლომატიურ საქმიანობაში, სატელეკომუნაკიაციო პროექტების მენეჯმენტში, ბიზნესის ადმინისტრირებასა და კონფლიქტების მართვაში.

მისი მრავალწლიანი საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ჟურნალისტული მოღვაწიობა აშშ-ში და ამერიკის წამყვან ტელე-შოუებში. ჩატარებული აქვს ინტერვიუები ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეებთან და, როგორც სახელმწიფო პროტოკოლის უფროსმა, უმასპინძლა მარგარეტ ტეტჩერს, ინდირა განდის, პიერ ტრუდოს და სხვებს.

ვიმედოვნებთ, აღნიშნული თანამშრომლობა იქნება დიდი წარმატებების მომტანი IRC ჰოლდინგში არსებული კომპანიებისათვის, რაც ასევე აისახება ჩვენი წევრი კომპანიების განვითარების დონესა და ეფექტურ თანამშრომლობაზე !