GAACC-ის თავმჯდომარე ლონდონში გამართულ „გლობალურ ქალთა სამიტს“ დაესწრო

გაზიარება

საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ წარდგა საერთაშორისო ღონისძიებაზე.

2019 წლის 13-14 ივლისს ქალბატონი ეკატერინე მაისურაძე დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში გამართულ რიგით მეოთხე „გლობალურ ქალთა სამიტს” დაესწრო, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, ისაუბრა განვლილ გზაზე და დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა წარმატების საკუთარი ფორმულა.

სამიტის დასკვნით გალა-ვახშამზე გაიმართა დაჯილდოების ცერემონია, რომელზეც პალატის თავმჯდომარეს გადაეცა ჯილდო ნომინაციაში: „გლობალური ზეგავლენის მქონე ქალი.”

„გლობალური ქალთა სამიტი” გახლავთ ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც წამყვან მომხსენებლებსა და გავლენიან დელეგატებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს ერთი მიზნისთვის – საზოგადოებას გაუზიარონ წარმატებისა და ლიდერობისთვის აუცილებელი უნარები და დაეხმარონ საკუთარი შესაძლებლობების უკეთ განხორციელებაში.