ინდოეთი, თანდათანობით, მსოფლიოში მეექვსე უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფო გახდა და ამჟამად G20 ქვეყნების სიაში შედის. იგი ახლად განვითარებულ სახელმწიფოდ ითვლება 1.37 მილიარდიანი მოსახლეობით და ამ თვალსაზრისით მსოფლიოში რიგით მეორე ქვეყანაა. ინდოეთის ეკონომიკა წლების განმავლობაში საგრძნობლად განვითარდა და შეუძლია, ბევრი რამ შესთავაზოს თანამედროვე მსოფლიოს.
GAACC-ი წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ინდოეთის ეკონომიკის შესახებ:
1) ევროპის კოლონიზაციის ხანამდე ინდოეთი აწარმოებდა მსოფლიოში არსებული საქონლის დაახლოებით 25% -ს.
2) ვარაუდობენ, რომ ინდოეთის ეკონომიკა 2050 წლისთვის მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებს გაუსწრებს.
3) ინდოეთი საყოველთაოდ აღიარებულია სანელებლების სამშობლოდ და ამ კუთხით მსოფლიოს უდიდესი მწარმოებელი და ექსპორტიორია.
4) ინდოეთი IT და პროგრამული მომსახურების ძირითადი ექსპორტიორია და ამ სექტორში შეიმჩნევა ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ზრდა.
5) ინდოეთში საყოფაცხოვრებო მეურნეობის 58% სოფლის მეურნეობას უჭირავს, რაც ქვეყნის შემოსავლის მთავარი წყაროა და ინდოეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ერთ-ერთი უდიდესი წილი უკავია.
6) ინდოეთს გააჩნია მსოფლიოში ყველაზე პარადოქსული ეკონომიკა; აქ შეხვდებით როგორც ყველაზე მდიდარ, ისე ყველაზე ღარიბ მოსახლეობას.
თუ გსურთ პროდუქციის იმპორტი ინდოეთიდან, დაგვიკავშირდით დღესვე!
GAACC-ი ზრუნავს თქვენი ბიზნესის განვითარებაზე!