
საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე, ქალბატონი ეკატერინე მაისურაძე ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ინდოეთის რესპუბლიკაში, ბატონ არჩილ ძულიაშვილს.
შეხვედრისას ქალბატონმა ეკატერინემ ბატონ ელჩს GAACC-ის აქტივობები და სამომავლო გეგმები გააცნო, აგრეთვე, აღნიშნა, რომ ინდოეთის ბაზარი საკმაოდ პერსპექტიული და საინტერესოა პალატის წევრებისა თუ პარტნიორების საქმიანობის ხელშეწყობისა და გაფართოებისათვის. ორივე მხარის მიერ გამოითქვა ურთიერთთანამშრომლობისა და მხარდაჭერის სურვილი, ვინაიდან ინდოეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ბიზნესპარტნიორია საქართველოსთვის.
საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა გულწრფელ მადლობას უხდის საქართველოს საელჩოს ნიუ-დელიში მეგობრული დახვედრისა და მასპინძლობისთვის!