GAACC-ის ახალი წევრი – Cron Palace Tbilisi

GAACC-ის ახალი წევრი – Cron Palace Tbilisi
გაზიარება

წარმოგიდგენთ GAACC-ის ახალ წევრს, Cron Palace Tbilisi.

ეს ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო მდებარეობს თბილისის ძველ უბანში, ორთაჭალაში და აერთიანებს ყველა საჭირო პირობას თქვენი კომფორტული დასვენებისთვის. აქ დაგხვდებათ თბილი და მეგობრული გარემო, უმაღლესი ხარისხის სერვისითა და უგემრიელესი, ყოველდღიურად ახალი საუზმით.

სასტუმრო აღჭურვილია საცურაო აუზით, საუნითა და ფიტნესცენტრით; თქვენ განკარგულებაშია ტერასა, გრილი & ბარი, უფასო უკაბელო ინტერნეტი და 24 საათიანი მომსახურება; ნომრებს ამშვენებს მთის ან ქალაქის ხედი. რესტორან „ვიქტორიას“ მენიუ აერთიანებს როგორც ეროვნულ ქართულ, ისე ევროპულ სამზარეულოს.

სასტუმრო Cron Palace-ის პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი თქვენს მოგზაურობას, დასვენებასა თუ ნებისმიერ წვეულებას დაუვიწყარ მოგონებად აქცევს.