მემორანდუმი GAACC-ისა და BRGBH-ს შორის

 მემორანდუმი GAACC-ისა და BRGBH-ს შორის
გაზიარება

გვაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ ჩვენი პალატის ოფიციალური პარტნიორი „სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი“, რომელიც წარმოადგენს იდეალურ პლატფორმას შემდეგი შვიდი ძირითადი მიმართულებით:

1. იმპორტი

2. ექსპორტი

3. წარმოება

4. ტურიზმი

5. მედია

6. ახალი ტექნოლოგიური პროდუქციის გამოგონება და მისი ხელშეწყობა

7. Duty Free მაღაზიები, რომლებშიც ნატურალური ქართული პროდუქტებია წამროდგენილი.

„სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის“ პლატფორმის ქვეშ ჩინეთში გახსნილია ოთხი კომპანია, რომელიც ახორციელებს ბიზნესის მიმართულების მონიტორინგს.

კომპანია 2010 წლიდან ეწევა პროდუქციის ექსპორტს ჩინეთიდან, აქვს საკუთარი პროდუქცია, მათ შორისაა: სამშენებლო მასალები, ფეიერვერკი და სხვა. გარდა ამისა, კომპანია ეხმარება დაინტერესებულ ქართულ კომპანიებს ჩინეთის ტერიტორიაზე პროდუქციის მოძებნაში, შესყიდვასა და საქართველომდე ტრანსპორტირების სრულ მენეჯმენტში.

„სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის“ მიზანია ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინგის ინიციატივის ,,ერთი სარტყელი ერთი გზა“ მონაწილე 25 ქვეყნის წარმომადგენლობები გააერთიანოს ერთ ბიზნესსახლში.