2018 წლის 12 ივლისს, საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და სავაჭრო და სამრეწველო პალატა – საფრანგეთი-საქართველოს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს GAACC-ის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ეკატერინე მაისურაძემ და CCIFG-ის პრეზიდენტმა, ბატონმა ანტუან ლორან ბარდონმა.
მემორანდუმი ითვალისწინებს სამომავლო ბიზნესთანამშრომლობის ხელშეწყობასა და გაღრმავებას საქართველოს, საფრანგეთსა და აზია-აფრიკის ქვეყნებს შორის.