2018 წლის 30 მაისს, საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და საქართველო-უზბეკეთის ბიზნესასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.
ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს GAACC-ის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ეკატერინე მაისურაძემ და GEUZ ბიზნესასოციაციის დირექტორმა, ბატონმა გიორგი მადუაშვილმა.
ურთიერთთანამშრომლობა ითვალისწინებს სამომავლო ბიზნესურთიერთობების ხელშეწყობასა და გაღრმავებას საქართველოს, უზბეკეთსა და აზია-აფრიკის ქვეყნებს შორის.