მემორანდუმი GAACC-ისა და RIBS-ს შორის

მემორანდუმი GAACC-ისა და RIBS-ს შორის
გაზიარება

2018 წლის 10 ივნისს, საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ესპანურ-ქართული კვლევისა და ინოვაციის ცენტრთან გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს GAACC-ის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ეკატერინე მაისურაძემ და RIBS-ის დირექტორმა, ქალბატონმა ქეთი გორგილაძემ.

ურთიერთთანამშრომლობა ითვალისწინებს ორმხრივად მომგებიან პარტნიორობას, უკვე არსებული საქმიანი კავშირების ხელშეწყობასა და ახლის დამყარებას საქართველოს, ესპანეთსა და აზია-აფრიკის ქვეყნებს შორის.