დღეს, 2018 წლის 11 ოქტომბერს, ჩვენი პალატის წევრ სასტუმრო Mercure Tbilisi Old Town-ში საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და სამხრეთ აფრიკა-საქართველოს სავაჭრო პალატას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს GAACC-ის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ეკატერინე მაისურაძემ და SAGCC-ის თავმჯდომარემ, ბატონმა მარიუს ჰეინსმა.
მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასა და აზია-აფრიკის ქვეყნებს შორის ტურიზმის, განათლებისა და ვაჭრობის სფეროში სამომავლო ბიზნესთანამშრომლობის ხელშეწყობასა და გაღრმავებას.