მემორანდუმი GAACC-ისა და ACCI-ის შორის

გაზიარება

2018 წლის 18 მაისს, საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ.

ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს GAACC-ის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ეკატერინე მაისურაძემ და ACCI-ის თავმჯდომარის მოადგილემ, ბატონმა თამაზ თურმანიძემ.