GAACC-ისა და Evolve Group-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გაზიარება

2019 წლის 4 ოქტომბერს საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და CGM Power Group Limited-სა და Evolve Investments Technical Limited-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და ზამბიას შორის ეკონომიკურ, სავაჭრო, ტურისტულ და სხვა სფეროებში საქმიანობათა ხელშეწყობასა და განვითარებას.

Evolve Group-ის სახელით მემორანდუმს ხელი მოაწერა მისმა თავმჯდომარემ, ბატონმა ჭაბუკა ჯ. კავეშამ, ხოლო GAACC-ის თავმჯდომარემ, ქალბატონმა ეკატერინე მაისურაძემ Evolve Group -ს სამადლობელი ჯილდო გადასცა.