საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე საქმიანი ვიზიტით ქალაქ სტამბოლში იმყოფება.
ქალბატონმა ეკატერინე მაისურაძემ საგანგებო სტუმრის რანგში მონაწილეობა მიიღო თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პატრონაჟით გამართულ ბიზნესფორუმში და მოინახულა „მუსიად ექსპო”, რომელსაც თურქეთის რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტრო მასპინძლობს.
გამოფენაში მონაწილეობდა 7, 000 როგორც თურქი, ისე უცხოელი ბიზნესმენი მსოფლიოს 124 ქვეყნიდან და 848 საერთაშორისო კომპანია, ხოლო ვიზიტორთა რიცხვმა 70, 000 ადამიანს გადააჭარბა.