წარმოგიდგენთ GAACC-ის ახალ წევრსა და პარტნიორს, GeoVoice!
კომპანია „ჯეოვოისი“ დაარსდა 2000 წელს; საკმაოდ დიდი გამოცდილების დაგროვების შემდეგ კი, 2010 წელს განხორციელებული რებრენდინგის შედეგად მიიღო დღევანდელი სახელწოდება „ჯეოვოისი“ და წარმატებით დამკვიდრდა ქართულ ბაზარზე. კომპანია ოპერირებს როგორც მაღაზიის გაყიდვების, ისე პრო აუდიო აპარატურის გაქირავების კუთხით.
„ჯეოვოისის“ მთავარი მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების წარდგენა და ახალი მიდგომების დანერგვა გასართობ სექტორში. კომპანიის ამომავალ პრინციპს წარმოადგენს ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის მომსახურება და უახლესი მიღწევების დამკვიდრება საქართველოში. კომპანიამ გააუმჯობესა შესაძლებლობები თავისი მოღვაწეობის პერიოდში სხვადასხვა განხრით, მათ შორის აღსანიშნავია: სასცენო ხმა, განათება, სცენა გადახურვა, საკონფერენციო სისტემები, სინქრონული თარგმნის სისტემები და LED მონიტორები.