სიამაყით წარმოგიდგენთ GAACC-ის ახალ წევრსა და პარტნიორს, „კობი“-ს!
გაზირებულ მინერალურ წყალ „კობის“ აწარმოებს კომპანია „აქვა გეო“, რომელიც 2009 წელს შეიქმნა. კომპანიის მესვეურებმა მიზნად დაისახეს ქართული უნიკალური წყლის პოპულარიზაცია, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. კომპანია თავის თავში აერთიანებს ქართულ საქმესა და სურვილს საკუთარი წვლილი შეიტანოს ქართული ეკონომიკის განვითარებაში. კომპანია “აქვა გეო” აღჭურვილია უახლესი ევროპული ტექნოლოგიებით და ლაბორატორიით, სადაც სისტემატიკურად მოწმდება ნედლეულისა და პროდუქციის ხარისხი.
„კობის“ წარმოება 2018 წელს დაიწყო. „კობის“ ბუნებრივი წყაროები სათავეს იღებს კავკასიის რეგიონში, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარე სოფელ კობიში, რომელიც ყაზბეგის რაიონში მდებარეობს. „კობი“ გახლავთ გაზირებული მინერალური სასმელი, რომელიც უნიკალურია თავისი გემოვნური თვისებებით. გარდა ამისა, ამ წყალში თავმოყრილია ყველაზე სასარგებლო მინერალები. გაზირების უახლესი ტექნოლოგიის წყალობით „კობის“ წყალი ბევრად უფრო სასიამოვნო და მსუბუქია. „კობის“ წყლის შემადგენლობა შემუშავებულია იტალიელი ტექნოლოგის, ალესანდრო კოველის მიერ, რომელმაც არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა „ნესთლე უოთერსთან“ ერთად. „კობის“ წყალი თავისი უნიკალური გემოვნური თვისებებით პოპულარული ევროპული გაზირებული მინერალური წყლების პირველი ანალოგია საქართველოში.