GAACC-ის ახალი წევრი – Mercure Tbilisi Old Town

GAACC-ის ახალი წევრი – Mercure Tbilisi Old Town
გაზიარება

წარმოგიდგენთ GAACC-ის ახალ წევრს, Mercure Tbilisi Old Town!

ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო მდებარეობს ქალაქ თბილისის ცენტრში და გთავაზობთ 5 სხვადასხვა კატეგორიის 102 ნომერს.

Mercure Tbilisi Old Town-ში თქვენ დაგხვდებათ კომფორტული საძინებლები, მეგობრული გარემო, Accor Group-ის სტანდარტული, უმაღლესი ხარისხის მომსახურება, უგემრიელესი ქართული და ევროპული სამზარეულო The Old Town Restaurant&Garden.

სასტუმრო აღჭურვილია საკონფერენციო დარბაზით, ტერასითა და ლაუნჯ ბარით, ფიტნეს და სპაცენტრით.

Mercure Tbilisi Old Town შექმნილია თქვენი სასიამოვნო დასვენებისა და გართობისთვის, საქმიანი შეხვედრებისა და გემოვნებიანი სადილობისა თუ ვახშმობისთვის! რაც მთავარია, SKY7 Terrace and Lounge Bar-დან თქვენ გელით ძველი თბილისის დაუვიწყარი ხედები!