GAACC-ის ახალი წევრი – Schuchmann Wines Georgia

GAACC-ის ახალი წევრი – Schuchmann Wines Georgia
გაზიარება

ჩვენს პალატაში მატებაა! სიამაყით წარმოგიდგენთ GAACC-ის ახალ წევრსა და პარტნიორს, Schuchmann Wines- შუხმანის ღვინოები!

„შუხმან ვაინს ჯორჯია“ წარმოადგენს გერმანულ ინვესტიციებზე დაფუძნებულ საწარმოს, რომელიც 2006 წელს გერმანელი ბიზნესმენის, ბურხარდ შუხმანის მიერ დაარსდა.

ევროპული მენეჯმენტი, ქართული პროდუქცია – ასეთია კომპანიის მთავარი ფილოსოფია.

მთავარი სტრატეგია – „ვაწარმოებთ არა რაოდენობას, არამედ ხარისხს“.

შუხმანი აწარმოებს ორი ტიპის ღვინოს – ევროპულსა და ქართული ტრადიციული წესით დამზადებულ, ქვევრის ღვინოს. კომპანიის მფლობელობაშია 100 ჰექტარი ვენახები. ისინი გაშენებულია ნაფარეულში, კისისხევსა და შილდაში.

კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი სექტორია სოფლის მეურნეობა და ტურიზმი, კონკრეტულად კი ღვინის ტურიზმი. Schuchmann Wines Chateau & SPA იყო პირველი ბაზარზე, რომელმაც შესთავაზა ტურისტებს დახვეწილი სერვისის ღვინის ტურიზმი.