ქუვეითისა და ნიგერიის სამეფო ოჯახების წარმომადგენლების ოფიციალური ვიზიტი საქართველოში

გაზიარება

2018 წლის 3 ოქტომბერს, „საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო სამრეწველო პალატისა“ და „საქმიან ქალთა გაერთიანების“ მიერ ორგანიზებული „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს პირველად ეწვივნენ მისი აღმატებულება შეიხა ჰესა საად აბდულა ალ-საბაჰი – ქუვეითის პრინცესა, არაბ საქმიან ქალთა საბჭოს პრეზიდენტი და მისი აღმატებულება ზაინაბ ოტიტი ობანორი – ნიგერიის დედოფალი, არაბეთისა და აფრიკის ეკონომიკური განვითარების ინიციატივის დამფუძნებელი.

საპატიო სტუმრებს გულთბილი დახვედრა მოუწყო „საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის“ თავმჯდომარემ, „საქმიან ქალთა გაერთიანების“ პრეზიდენტმა და ფორუმის ორგანიზატორმა, ქალბატონმა ეკატერინე მაისურაძემ.

სამეფო ოჯახის წარმომადგენლები 5-6 ოქტომბერს დაესწრებიან „გლობალური ბიზნესისა და ინვესტირების ფორუმს“ და, ამასთანავე, უშუალოდ მიიღებენ მონაწილეობას პანელურ დისკუსიაში.

მთელი გუნდის სახელით გულწრფელ მადლობას ვუხდით ჩვენს საპატიო სტუმრებს დაფასებისა და ნდობისთვის!