მოხარული ვართ, წარმოგიდგინოთ ჩვენი პალატის ოფიციალური წევრი საგა Saga, რომელიც 1994 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე, გათბობის, გაგრილებისა და სავენტილაციო სისტემების მიმართულებით.
„საგა იმპექსი“ კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს და მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველყოფს. კომპანიის სეგმენტი მოიცავს როგორც სამომხმარებლო და კორპორაციულ, ისე ინდუსტრიულ მიმართულებებს.
კომპანია „საგას“ ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ცენტრალური გათბობის სისტემების, კონდიცირებისა და ვენტილაციის სისტემების დაგეგმვა-პროექტირებაა, აგრეთვე მოიცავს ბინების, კერძო სახლების, ოფისებისა და სხვადასხვა პროფილის კომერციული დაწესებულებების დაპროექტების სერვისს.
„საგას“ აქვს გამართლებული ამბიცია ქმნიდეს პროფესიონალიზმის, ხარისხიანი მომსახურების, პროდუქტისა და სერვისის სტანდარტს. სწორედ ამიტომ 2017 წელს ორგანიზაციის ბაზაზე შეიქმნა „საგას სკოლა“, რომლის მიზანია HVAC სისტემების სფეროში პროფესიონალების მომზადება და გადამზადება.
GAACC-ი ყოველთვის მხარს უჭერს თავის წევრებს და ეხმარება მათ ბიზნესწინსვლაში!