საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით ლიბანს ეწვია.
შეხვედრის ფარგლებში ეკატერინე მაისურაძე ესაუბრა ტრიპოლისა და ჩრდილოეთ ლიბანის სავაჭრო-სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო პალატის პრეზიდენტს, თაფიქ დაბუსის. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები და სამომავლო პროექტები.
“დიდი იმედი გვაქვს, რომ ორმხრივი კოლაბორაცია წარმატების მომტანი იქნება, ჩვენი წევრებისთვის და, ზოგადად, გაამყარებს ორ ქვეყანას შორის პარტნიორულ ურთიერთობებს”, – განაცხადა საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარემ, ეკატერინე მაისურაძემ.