GAACC-ის ვიზიტი სამხრეთ კორეაში

GAACC-ის ვიზიტი სამხრეთ კორეაში
გაზიარება

საქართველოსა და აზია-აფრიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (GAACC) თავმჯდომარე და საერთაშორისო ურთიერთობების ცენტრის (IRC) დამფუძნებელი, ქალბატონი ეკატერინე მაისურაძე საქმიანი ვიზიტით სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულს ეწვია.

IRC-ისა და სუნ ჩონ ჰიანგის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრს (ჰოსპიტალი) შორის გაფორმდა ექსკლუზიური ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ექიმებსა და რეზიდენტებს საშუალება ექნებათ, გაიარონ პრაქტიკული კურსი სამხ. კორეაში, რომელიც ცნობილია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებითა და უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებით.

გარდა ამისა, ხელშეკრულება ითვალისწინებს სამედიცინო ტურიზმის ხელშეწყობას და ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას, ჩაიტაროს დიაგნოსტიკური გამოკვლევა ან მკურნალობის კურსი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ონკოლოგიური კუთხით.